26 Ноябрь 2009

დეპრესია ჩანს პროფილში(ც)




"ადამიანები მოდიან სტუმრად იმიტომ რომ მე თავად არ მინდა რომ ისინი მოვიდნენ ჩემთანო"- სთქვა დადუმ ერთ-ერთ მაღალრეიტინგულ ქართულ თოქ-შოუში და ჭეშმარიტებას ღაღადებენ ბაგენი მისნი მეთქი გავიფიქრე მე, ხოლო მეორე დღეს უკვე ვეღარ შევძელი დამეკავშირებინა ეს სიტყვები სიტყვასთან - ჭეშმარიტება.

და იმავე გადაცემაზე მე ვფიქრობდი თუ რა განსხვავება იყო ორი ტიპის ქალს შორის
ქალი #1 შილიფად აცვია, ბევრს ლაპრაკობს, ხელოვნურდ უბრწყინავს თვალები და ყურებამდე გახეული ღიმილით აცხადებს რომ ცხოვრება არაჩვეულებრივი, მშვენიერი და განუმეორებელია.

ქალი #2 ნიკაპამდე შეკრული კაბით ყვითელ ფილტრიან სიგარეტს ეწევა და მკაცრი მაკიაჟით შენიღბული აცხადებს რომ ეხლა მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის.

და დავასკვენი, რომ არანაირი განსხვავება არ არის
მწვავე დეპრესია აქვს ორივეს ( ! )
შენიღბვის ხერხშია განსხვავება მხოლოდ...

  • და ვითომ რაში სჭირდება დეპრესიას შენიღბვა?
  • რა მოხდა ნეტავ?
  • ხალხი ასე კეთილი გახდა რომ საკუთარი პრობლემების თავზე მოხვევა აღარ უყვარს?
რთული დასაჯერებელია.

ან იქნება სიტყვა - "პროფილი" თავად გულისხმობს შენიღბვას - რაღაცის დამალვას, - თუნდაც ცალი ბრმა თვალის, ან სახის მეორე მახინჯი ნაწილის
...

და უცებ ვიგრძენი როგორ შემიყვარდა ყველა ბლოგერი, რომელიც დაუფარავად წერდნენ თავისი მძიმე დეპრესიის შესახებ თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ არაფრის დამალვას არ ცდილობდნენ პროფილით.


P.s. და მიუხედავად იმისა რომ განაზებული ხმითა და მიბნედილი თვალებით ყოველდღე გვარწმუნებენ პროფილში ყველაფერი სხვანაირად ჩანსო, მე მინდა გითხრათ რომ დეპრესია პროფილშიც კი ჩანს...
მთავარია მეორე მხარის დანახვაც შეგეძლოს :)
ნუ ეს არც თუ ისე ადვილი, მაგრამ შესაძლებელია.

25 Ноябрь 2009

კრეატიული რეკლამა




მახალისებს ... :)



ყოველთვის ვამბობდი -

"ცხოვრებაში მთავარია

პიქსელები ...


სიყვარულიც ...

:-.) "

24 Ноябрь 2009

გვიანი შემოდგომა

ის რაც არ შეესაბამება ამინდს,
შეესაბამება განწყობას...





ხალხს ეცვა თბილად და ერთფეროვნად
და შეჩვეული იყო ყველაფერს:
თუკი მღეროდნენ-ყველა მღეროდა,
ყველა ღელავდა- თუკი ღელავდნენ.

დიდი ამბები ხდებოდა გარეთ:
ერთი ამინდი ცვლიდა მეორეს,
ასამარებდა ხმელ ფოთლებს ქარი,
ვით უსახელოდ წამხდარ მეომრებს

დიდი ამბები ხდებოდა გარეთ:
ეკარგებოდა ქალაქს ხალისი
უკაცურ ქუჩებს უფრთხოდა მთვარეც
და იწყებოდა წვიმა თავისით


წყალს ჩამოჰქონდა სილა და ხრეში,
ეკარგებოდა ქალაქს იერი
და მოედანი ბზინავდა ბნელში,
ტბასავით ჩუმი და ცარიელი.

ძლივს ჩერდებოდნენ ხეები ფეხზე,
წყალს ჩამოჰქონდა სილა და ხრეში,
და დინამიტით დახოცილ თევზებს
ჰგავდნენ ფოთლები სიჩუმის წრეში.

სუფთავდებოდა სივრცე ყოველდღე,
აჩენდა თავის უნაკვთო სახეს
და უთავბოლოდ დააქროლებდნენ
დღეები ძველი აფიშის ნახევს.




ბაღშიც ხდებოდა დიდი ცვლილება;
ყველა კუნჭული მოჩანდა უკეთ.
თუმცა სიცოცხლით მთვრალი წყვილები
მაინც ვერ გრძნობდნენ რომ ჩანდნენ უკვე ....

და სხეულები, როგორც ღრუბლები,
იპყრობდნენ სივრცის უდიდეს ნაწილს
და იმ ხეების თავისუფლებით
კვლავ შიშვლდებოდნენ ქალაქის თვალწინ,

კვლავ ასრულებდნენ ბუნების ნებას,
რადგან ისინი მაშინ ცდებოდნენ,
როცა ბუჩქებში მალავდნენ ვნებებს,
ვით ნაქურდალით სავსე ჩემოდნებს.

ბაღიც იმიტომ აღარ კვნესოდა,
არ ნებდებოდა მოსაწყენ ფიქრებს,
თუმცა ფოთლების უმრავლესობა
სველ ბილიკებზე ეყარა პირქვე.

Image and video hosting by TinyPic

22 Ноябрь 2009

"სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული", - ანუ ფრთიანი ფრაზების წარმოშობის ისტორია



1."ნიანგის ცრემლები"- გადატანითი მნიშვნელობით - მოჩვენებითი, მლიქვნელური, ყალბი, არაგულითადი ცრემლები, სინანული

წარმოშობის ისტორია
ძველად ნიანგი ითვლებოდა საშიშ და იდუმალ არსებად, მას სწირავდნენ მსხვერპლს, მის ჩვევებზე ყვებოდნენ საინტერესოდ საშიშ ისტორიებს. ძველი ბერძენი ზოოლოგი ელიანი თავის ნაწარმოებში ცხოველებზე წერდა რომ ნიანგი არის ძალიან ეშმაკი და ვერაგი არსება ის პირში იგროვებს წყალს და ღვრის მას იმ ბილიკებზე საიდანაც ადამიანები და ცხოველები ჩადიან მდინარეში, რათა მათ ფეხი დაუცურდეთ და დაეცნენ. ამ გზით იგი მახეში აბავს მსხვერპლს და ჭამს მას.
ამბობდნენ იმასაც რომ ნიანგი დასტირის თავის მსხვერპლს - ჭამს მას და თან ღვრის ცრემლებს.

როგორც მეცნიერებმა შემდგომში დაადგინეს ნიანგის ცრემლები დაკავშირებულია მის ფიზიონომიასთან. როდესაც ნიანგი დიდი მასშტაბის მსხვერპლს ყლაპავს იგი აწვება მის საცრემლე ჯირკვლებს, აღიზიანებს მათ და ამით არის გამოწვეული ასრე რიგად გავრცელებული ფრთიანი ფრაზა - ნიანგის ცრემლები


2. "დათვური სამსახური "- ირონიულად - გულითადი, მაგრამ არაგონივრული, სულელური სამსახური, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე სარგებელი

გამოთქმა მოდის ი.კრილოვის იგავიდან "მეუდაბნოე და დათვი" იგავში მოთხრობილია თუ როგორ სურდა დათვს მოეშორებინა ბუზი მისი მეგობრის შუბლიდან და ამისათვის მას თავში ქვა ჩაარტყა.


3. "იოტისოდენა "- მცირეოდენი, მცირე მნიშვნელობის, უმნიშვნელო.
(ბავშვობაში მეგონა რომ გამოთქმა უკავშირდებოდა იოდს :D)

იოტა- ბერძნული ანბანის ასო.
ხშირ შემთხვევაში ის არ იწერებოდა და მხოლოდ პატარა ხაზად გამოისახებოდა სხვა ასოების თავზე.
იოტისოდენა როგორც უმნიშვნელოს გამომხატევლი ტერმინი აქტიურად გავრცელდა პროზაში -> "იოტისოდენა შრომაც არ გაუწევია." "იოტისოდენადაც არ განელებია გრძნობა." u.a.



4." "აი სად ყოფილა ძაღლი ( ძაღლის თავი ) დამარხული!!!"
გამოთქმა გამოიყენება რაიმე თავსატეხის ამოხსნის, გამოცანის გამოცნობის დროს

წარმოშობის ისტორია:
მე-16 საუკუნეში გერმანიაში ცხოვრობდა ერთი მეომარი რომელსაც ყავდა ძაღლი, რომელმაც ერთხელ თავისი პატრონი სიკვდილს გადაარჩინა. როდესაც ძაღლი მოკვდა მადლიერმა პატრონმა იგი დამარხა და მისი საფლავთან მდიდრული ძეგლი დადგა.
ყველა კუთხიდან მოდიოდა ხალხი რათა ენახათ ძაღლის საფლავზე დადგმული მდიდრული ძეგლი
ცნობისმოყვარეები ეკითხებოდნენ ადგილობრივებს "სად არის დაფლული ცნობილი ძაღლი", ხოლო როდესაც ისინი მათ ძაღლის საფლავს აჩვენებდნენ მოგზაურები რომელთაც დიდი გზა ჰქონდათ გამოვლილი ძაღლის საფლავის სანახავად სიხარულით შესძახებდნენ" " აი თურმე სად ყოფილა ძაღლი დამარხული!"





:D
to be continued.....

20 Ноябрь 2009

ნაფიცი მსაჯული

ძნელი სათქმელია რისი თქმა უნდოდა სახელმწიფოს საზოგადოებისთვის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებით. ალბათ ამის: "არ მოგწონთ ჩემს მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება? მოდით და განახორციელეთ იგი თავად!"
უფრო უხეშად რომ ვთქვათ ამას სახელმწიფოს მხრიდან ხელის დაბანა და მთელი ტვირთის 12 კაცისთვის გადაკისრება ეწოდება.

ჩემი მოკრძალებული აზრით ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ნიშნავს, რომ:
1. თქვენ შეგიძლიათ ჩაიდინოთ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც თქვენი 12 თანამოქალაქე არ მიიჩნევს დანაშაულად.

2. პროცესს მოიგებს მხარე, რომელიც უფრო მეტ ზემოქმედებას მოახდენს მსაჯულებზე. პროკურორის უპირატესობა აქ აშკარაა, რადგან ის ხომ პირსისხლიან მკვლელს უყენებს ბრალს, თავი ადვოკატმა იტეხოს იმის დასამტკიცებლად რომ პირსისხლიან ნადირს კი არა გაუგებრობის მსხვერპლს იცავს.


შესაბამისად ყველაფერი ადვოკატის გაქანებაზე, კვალიფიკაციაზე და ანაზღაურებაზეა დამოკიდებული და ვინაიდან მაღალკვალიფიციური= მაღალანაზღაურებადს ნებისმიერი ადამიანს შეიძლება მივარტყათ დამნაშავის იარლიყი და განუსაზღვრელი დროით გავაქანოთ ციხეში მხოლოდ იმიტომ რომ მაღალკვალიფიციური a.k.a მაღალანაზღაურებადი ადვოკატის დაქირავება ვერ შეძლო.




"მისი ჰალსტუჰი ზედმეტად ცისფერია,
ამიტომ მე ხმას მეორეს სასარგებლოდ მივცემ"


3. საერთოდ გაუგებარი ხდება მოსამართლის როლი.


პროცესში იგი ისედაც მხოლოდ ობიექტური დამკვირვებელია ანუ კაცი რომელსაც არაფერი ადარდებს, ზის პალმის ქვეშ, ეწევა ჩიბუხს, უსმენს მხარეებს და ბოლოს გამოაქვს გადაწყვეტილება მხარეთა ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით. 2010 წლიდან კი ამ გადაწყვეტილებას შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 12 კაცი მიიღებს


Image and video hosting by TinyPic

"-თქვენ, შემთხვევით, მსაჯულები ხომ არ ხართ?
-არა, ჩვენ შემთხვევითი ბრალდებულები ვართ!"

ანუ მოსამართლე ისევ პალმის ქვეშ რჩება, ისევ ჩიბუხით ხელში, ისევ არაფერი არ ანაღვლებს...... გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგე მადლობას უხდის ნაფიც მსაჯულებს მართლმსაჯულების განხორციელებისთვის და მიდის სახლში.... და მე მომიტევეთ რომ მოსამართლის როლის ასეთ დაკნინებას კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად მივიჩნევ.

4. ადვოკატებმა, პროკურორებმა, მოსამართლეებმა და პროცესში მონაწილე ყველა იურისტმა უნდა დაივიწყოს ისეთი რთული სიტყვები როგორიცაა: პრეზუმფცია, ინკრიმინირებული, დასაბუთებული ვარაუდი, საფუძვლიანი ეჭვი. არ ილაპარაკოს კანონის ენით, თავიდან ამოიგდოს ტერმინოლოგია რომელიც შეიძლება გასაგები არ აღმოჩნდეს მსაჯულთათვის,ანუ დაივიწყოს ყველაფერი რის სასწავლადაც უამრავი დრო, ენერგია და ფული დახარჯა რადგან პრინციპი- არ მესმის არ გისმენ! - დაუმარცხებელია.


"დავიმახსოვროთ!
ვისაუბროთ ნელა
გავუღიმოთ მსაჯულებს
გვერდი ავუაროთ ფაქტებს
და სამართალს"


P.s.
და ბოლოს, სურათი რომელიც ალბათ ყველაფერს ამბობს
აქ აღწერილია ამერიკელი ნაფიც მსაჯულთა აზრები
თუმცა თუ თქვენ ფიქრობთ რომ საქართველოში სამოქალაქო განათლება იმდენად მაღალია რომ ქართველ მსაჯულებს მსგავსი აზრები არ დაებადებათ ვიდაოთ კომენტარებში


17 Ноябрь 2009

just

ბოლო დროს ჩემ ცხოვრებაში ისეთი შემაშფოთებელი სიმყუდროვე, სიმშვიდე და ჰარმონია შეიმჩნევა, როგორც "მცირე ჰოლანდიელთა"ტილოებზეა აღწერილი.

ვკითხულობ გამსახურდიას აღმაშენებელს
ვუყურებ House M.D. season 1
დავდივარ კინოში
თავისუფალ დროს უნივერსიტეტშიც

მაგისტრატურა დიდებული რამ არის
გასწავლიან იმას რაც უკვე გასწავლეს, მაგრამ მხოლოდ იმას რაზეც ადრე ყურადღება არ გაუმახვილებიათ მხოლოდ იმიტომ რომ მაგისტრატურაში მერე აღარაფერზე დარჩებოდათ ყურადღება გასამახვილებელი :D


მოკლედ იმდენად არკადიული მყუდროება სუფევს რომ საცაა უნდა დაიქუხოს.
ქუხილი მოსალოდნელია, მაგრამ მომაბეზრებელი
ივნისს აქეთ ქუხს...

და ივნისს აქეთ ვფიქრობ რომ სხვაგან მინდა, სხვა სიმშვიდეში რომელიმე მიყრუებულ სოფელში მანქანით მისასვლელი გზაც რომ არ ექნება
პატარა სახლი დიდი ბუხრით და ჩემი წიგნებით



დიდხანს კი არა

მხოლოდ ზამთარში

გაზაფხულამდე

მერე აპრილიც მოვა

ჭეშმარიტად ჩემი ახალი წელი:)

16 Ноябрь 2009

მესამე ზედმეტია?

“ჩვენ სამნი მივდიოდით გზაზე:
მე, ის და დუმილი…
და დუმილი ვერ ხვდებოდა,
რომ ზედმეტი იყო”

ვ. კოტეტიშვილი
...........................................................











თქვენ

როგორ

ფიქრობთ?

14 Ноябрь 2009

3 თვით დაგვიანებული პასუხი

"ეძებე ისეთი ადამიანები, რომელთაც შენი წარმატება გაახარებთ"
(c) :უსერ:



[8/13/2009 9:17:58 AM]hexe: me vfiqrob, rom adamiani rasac moindomebs yvelafers miaRwevs, absoliturad yvelafers, mtavaria moindomos
[8/13/2009 9:17:59 AM] X: shen gindoda magistraturashi wels chagebarebina
[8/13/2009 9:17:59 AM] X: miagwie?

ეს კითხვა სამი თვის წინ დამისვეს როცა ჯერ კიდევ არ მქონდა ჩაბარებული მაგისტრატურაში და ბუნებრივია მაშინ ვერ შევძელი პასუხის გაცემა. მაგრამ ახლა უკვე შემიძლია ვუპასუხო

მიუხედავად 1001 დაბრკოლებისა ( ამ 1001 დაბრკოლების შესახებ შვილიშვილებს მოვუყვები ღრმა სიბერეში, სწავლის მოტივაცია რომ გაუჩნდეთ )

მიუხედავად იმისა რომ თითქმის არავის სჯეროდა ჩემი
და მიუხედავად ყველაფრისა მაინც....

დიახ, მივაღწიე
თან ერთი კი არა ორ უნივერსიტეტში ჩავაბარე ერთდროულად.
ახლა კი მხოლოდ უნდა ავირჩიო, რომელში განვაგრძობ სწავლას, მაგრამ ალბათ უფრო შეჩვეულ ჭირს ავირჩევ:D

და სწორედ ისეა როგორც ადრე ვწერდი ბლოგზე გახსოვთ?
ასვლა ნამდვილად რთული იყო მაგრამ ასვლის შემდეგ აქედან ყველაფერი უფრო ლამაზად ჩანს :-.)

ყოველთვის ვამბობდი: მითხარით რომ არ შემიძლია და მე გადავდგამ მთებს!

ამას აქ რატომ ვწერ?
მე ხომ ემოციების დამალვა არ შემიძლია?
თან ვიმედოვნებ ინტერნეტსივრცეში გამოჩნდებიან ადამიანები, ვისაც ჩემი წარმატება გაახარებთ
მიყვარს ასეთი ხალხის აღმოჩენა

მათ ცხოვრებაში წარმატებულებად ვთვლი ხოლმე
რატომღაც
just happy


13 Ноябрь 2009

ბავშვობაში მეშინოდა



TOP 5


5. არწივების

სულ მეშინოდა არ მოვეტაცე არწივებს.რაში ვჭირდებოდი ვერ გეტყვით, მაგრამ მახსოვს სოფელში ყოფნისას რა გულდასმით ვემალებოდი მათ.

4.უმიზნობის (კი, ნამდვილად მძიმე ბავშვობა მქონდა)

5 წლის ვიყავი როცა მკითხეს რა მინდოდა გამოვსულიყავი და აღმოჩნდა რომ მე არ ვიცოდი რა მინდოდა გამეკეთებინა მომავალში მერე დიდხანს ( სკოლაში შესვლამდე) მეშინოდა რომ ვერც ვერასდროს ვიპოვიდი ამ კითხვაზე პასუხს და მთელი ცხოვრება ასეთი უმიზნო ცხოვრება მექნებოდა.

3. ესკალატორების
პანიკურად
სულ მეგონა რომ ვერ მოვასწრებდი გადახტომას და ესკალატორის კბილანები ჩამითრევდა

2. დაკარგვის

ჩემს ბავშვობაში ესეთი ცნობილი მითი არსებობდა თუ ობობას მოკლავდი სახლის გზას სამუდამოდ დაკარგავდი.

ასე რომ ეზოში თამაშის დროს სულ ვფრთხილობდი შემთხვევით მაინც არ მომეკლა ობობა რადგან მეშინოდა რომ მერე ვეღარასდროს მივაგნებდი სახლს, რომელიც ზუსტად ჩემს წინ იდგა და არსად არ აპირებდა წასვლას თურმე.

1.ოთახი
საშიში და იდუმალი ოთახი ჩემს სახლში.

ყოველთვის როცა იმ ოთახში რამის წამოსაღებად მაგზავნიდნენ ვცდილობდი არ წავსულიყავი: "მე იქ ვერ შევალ მეშინია"

როცა მეკითხებოდნენ რისი ერთიდაიმავეს ვპასუხობდი:

"იმ ქალის ოთახში რომ კიდია ", როგორც შემდგომში გაირკვა ის ქალი ლეონარდო დავინჩის მონა-ლიზა იყო და დიდი ხანი მეგონა რომ ის საბედისწერო ოთახი ჩვენი კი არა მონა-ლიზასი იყო რადგან ოთახში შესვლისას ყოველთვის ისე მიყურებდა თითქოს რამის გაფუჭებას ან მოპარვას ვცდილობდი.
სხვათაშორის ეს შიში არც შემდეგ გამნელებია
ახლაც კი როდესაც სადმე ამ შედევრს მოვკრავ თვალს მახსენდება როგორი კრძალვით ვუყურებდი ოთახში შესული სურათს და ლამის მეკითხა შეიძლება შემოვიდე ქალბატონო ლიზა?

N 2



P.s.ვთაგავ ყველას ვისაც ბავშვობის შიშების გახსენება მოესურვება

07 Ноябрь 2009

ჯადოქრის ოცნება?!



იმ პერიოდში რაც მე საეჭვოდ გახლდით გაუჩინარებული
ბევრი რამ მოხდა ბლოგოსფეროში.
მაგ: ცნობილი ოცნებობის მარათონი რომელიც საოცარი სისწრაფით მოედო ბლოგებს და ყველაზე ანტიმეოცნებე ბლოგერებიც კი აიყოლია...

ბევრი ოცნება წავიკითხე ... აი ასე თავხედურად, მოურიდებლად და უხეშად ყველას სულში მოვახერხე თითქოს შეღწევა, თუმცა ისევ და ისვე მათი სურვილით და ერთი რამ დავასკვენი უფრო სწორედ კი ორი:

1. ყველას თითქმის ერთი და იმავე რამ სურს და ეს ერთი და იმავე რამ ყოველთვის რატომღაც სახლით იწყება... თუმცა რაღა რატომღაც? ალბათ ლოგიკურიც არის ჯერ უნდა გქონდეს სახლი, სადაც მერე ყველაფერი იქნება ალბათ

2.რატომღაც თითქმის ყველა წაკითხული ოცნება ჩემთვის სურვილებად იქნა აღქმული.

ჩემი მოკრძალებული აზრით ოცნება რომლის ახდენაც შესაძლებელია არ არის ოცნება.
ჩემთვის ოცნება ეს უფრო არარეალური ფანატიზმის სფეროში გადადის
ანუ იმჰო შეცდომაა - "მე ვოცნებობ სახლზე"
სწორია - "მე მინდა მქონდეს სახლი"
სახლი ამ შემთხვევაში მხოლოდ მიზანია... რომლის მიღწევაც შესაძლებელია თუ ეს სახლი მაინცდამაინც სხვა პლანეტაზე არ გინდა რომ გქონდეს.
ჰუჰ





რაც მე შემეხება, მე მხოლოდ ერთი რამ მსურს, უფრო სწორედ კი მე მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს, რომლის ახდენაც ყველა სუბიექტური და ობიექტური ფაქტორით გამორიცხულია და ექვემდებარება კატეგორიას გრიფით "შეუძლებელია".

რაც სხვა სურვილებს, გნებავთ ოცნებებს შეეხება მაგ: სახლი , მანქანა და სხვა მატერიალური ფასეულობანი ესენი იმ უზენაესს ოცნებასთან შედარებით იმდენად უმნიშვნელოა რომ სახსენებლად არც კი ღირს.


ბოლოსკენ კი...

ყველა ბლოგერს და არა მარტო ბლოგერს გისურვებთ დაწერილი და არა მარტო დაწერილი ოცნებების ახდენას.


=)